"მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს"
ინფექციური საავადმყოფო გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს.
თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თვითონაც ინფიცირებულია, მიიჩნევს, რომ საზოგადოების უყურადღებობამ განაპირობა მნიშვნელოვნად შემთხვევების სწრაფი მატება.
"მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და, პრაქტიკულად, უარი თქვა აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე,"- წერს ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად.
თენგიზ ცერცვაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების კრიტიკასაც ეხმიანება:
"რატომღაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი თავს ვალდებულად თვლის, რომ საქართველოში COVID საწინააღმდეგო ღონისძიებების, მათ შორის COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის შეფასებისას ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საქმიანობა და ხაზი გაუსვან, რომ მათთან ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად და მაღალ დონეზე კეთდება. ეს არის უკეთეს შემთხვევაში ტენდენციური დამოკიდებულება მათი მხრიდან, ხოლო უარეს შემთხვევაში - დიდი ტყუილი,"-წერს ცერცვაძე.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით