"ტესტი ყველა იმ ადამიანს უკეთდება, ვისაც სჭირდება" -ზვიად შალამბერიძე
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 793 შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, მატება არის ზოგადად მუნიციპალიტეტში, თუმცა 793 შემთხვევიდან მეტი წილი ქუთაისზე მოდის.
ზვიად შალამბერიძემ კლინიკებზეც ისაუბრა.
,,კლინიკებში გვაქვს ხოლმე დაყოვნება,თუმცა ყველა ადამიანი, ვინც საჭიროა მოთავსდეს საავადმყოფოში, თავსდება," -განაცხადა გუბერნატორმა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, ტესტი ყველა იმ ადამიანს უკეთდება, ვისაც სჭირდება. იქნება ეს პისიარ კვლევა თუ ანტიგენი.
"ის, რომ რომელიმე ადამიანი, რომელსაც აქვს სიმპტომი დაგვრჩეს ტესტების გარეშე, ესეთი პიროვნებები არ გვაქვს იმერეთში და არც გვეყოლება," -განაცხადა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს იმერეთში ყოველდღიურად 2000 ტესტის გაკეთების რესურსი აქვს.
ტეგები:
სიახლეები
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით