კორონავირუსი არის ძალიან არაპროგნოზირებადი, მას სჭირდება დიდი სიფრთხილით მართვა- თენგიზ ცერცვაძე
ერთი წლის მანძილზე ვისწავლეთ, რომ კორონავირუსი არის ძალიან არაპროგნოზირებადი და მას სჭირდება დიდი სიფრთხილით მართვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დაავადება არ აზიანებს მარტო ფილტვებს და სასუნთქ სისტემას, აზიანებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოს.
„ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. პირველ რიგში ვისწავლეთ ის, რომ ეს ვირუსი არ აღმოჩნდა ის, რაც თავიდან ეგონათ. ეგონათ, იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, როგორც გრიპი და აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს თვისობრივად განსხვავებულ ინფექციასთან, აბსოლუტურად განსხვავებული ინფექციებიდან. ეს დაავადება აღმოჩნდა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი, შეიძლება, ვთქვათ, ხუთმა, ათმა ადამიანმა, მათ შორის ხანდაზმულებმა და თანმხლები დაავადებებით, გადაიტანოს იოლად და სხვამ, მათ შორის ახალგაზრდამ და რისკფაქტორების გარეშე გადაიტანოს მძიმედ, ზოგჯერ ფატალურად. ვისწავლეთ, რომ ეს დაავადება არის ძალიან არაპროგნოზირებადი და მას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილით მართვა.
მეორე, ვიცით უკვე, რომ ეს დაავადება არ აზიანებს მარტო ფილტვებს და სასუნთქ სისტემას, აზიანებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემას. შესაბამისად, რადგან ის აზიანებს ყველა ორგანოს და სისტემას, მას სჭირდება სპეციალური მართვა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია