ქრება თუ არა ვაქცინაციის შემდეგ პოსტ-კოვიდ სიმპტომები?
COVID-19 გადატანილი პაციენტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაავადების სიმპტომები, რომლებიც გამოჯანმრთელების შემდეგაც აღენიშნებოდათ, გაუქრათ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს.
აქრობს თუ არა ვაქცინაცია პოსტ-კოვიდ სიმპტომებს ამასთან დაკავშირებით მეცნიერებს ერთმანეთისაგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
რაიმონდ პუანკარის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმის, ბენჯამინ დავიდოს განცხადებით, ბრისტოლის უნივერსიტეტში მკვლევრებმა 44 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან 8 თვის განმავლობაში დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და უძილობა აღენიშნებოდათ. კვლევის შედეგებით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Pfizer/BioNTech-ისა ან AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, ზოგიერთმა პაციენტს პოსტ-კოვიდ სიმპტომები გაუქრა.
პარიზის, Hôtel Dieu Hospital-ის საავადმყოფოს ექიმი, დომინიკ სალმონი აცხადებს, რომ მრავალი პაციენტი, რომლებსაც პოსტ-კოვიდ სინდრომი აწუხებს, ვაქცინაციას ერიდება, იმის შიშით, რომ სიმპტომები გამწვავდება. პროფესორმა, 40 პაციენტის მონაცემების შესწავლის საფუძველზე დაასკვნა, რომ პაციენტების 20%-ს ვაქცინაციის შემდეგ ვირუსის რეაქტივაციის ნიშნები (სუნთქვის გაძნელება ან ყნოსვის დარღვევა) აღენიშნებოდა. ხოლო, 15%-ს პოსტ-კოვიდ სიმპტომები ვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ დროებით შეუმსუბუქდა.
ამ თემის ირგვლივ დამოუკიდებელ კვლევას ატარებს იელის მედიცინის სკოლაც (აშშ). კვლევის შედეგები ზაფხულის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება