"ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.
„როგორც ჩემმა ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, ამ საკითხის განხილვა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის საფუძველზე მოხდება. ველით, რომ მექანიზმის შესახებ შეთანხმება თვის ბოლომდე მოხდება. ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით არსებული სერიოზული უკუსვლის ფონზე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეკულაცია არ სურს.
სიახლეები
- “ძალოვანი სისტემა კრიმინალიზებულია” - გია ხუხაშვილი
- "თინა ჩემზე ჭკვიანია, გამოცდილი, იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც მას შეიძლება, არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით"
- "მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-სთან" - ევროპარლამენტი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისიდან
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
