"საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.
„არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს, როგორც ამას ეუთო/ოდირი, ვენეციის კომისია და ევროკომისია წინა რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომელთა გათვალისწინებაც ჯერ კიდევ არ ხდება. საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები მაღალი პოლარიზაციის გარემოში ჩატარდა, რაც აღინიშნა დემოკრატიული უკუსვლით და შემზღუდავი კანონებით, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის. მუნიციპალური არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების წინ პერიოდი ინტენსიური პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალადობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაშინებით აღინიშნა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. საარჩევნო კანონმდებლობაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა, კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეამცირა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, „მმართველობის საკითხზე, დეცენტრალიზაციის მხრივ, ძალიან მცირე პროგრესი შეინიშნება“.
„2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს ერთგულებას ასახავს. ამ გაცხადებული მიზნის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებისა და ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის შესახებ გამოაცხადა, რამაც უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის სამოქმედო გეგმა ევროინტეგრაციის შემდგომი გაგრძელების მიზნით იქნა მიღებული, ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია კომისიის მიერ 2023 წლის გაფართოების კომუნიკეში დაფიქსირებული ძირითადი რეფორმების (ცხრა ნაბიჯი) შესრულების შესახებ, რასაც საქართველოს გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, - აღნიშნულია ანგარიშში.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
- ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს
