ამ გვერდის ამობედვა

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში

გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ აქედან 3 310 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში. ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 8.10%.

წაკითხვა 237 ჯერ