როგორ გვაზიანებს ხმაური
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით 12-დან 35 წლამდე ასაკის მილიარდზე მეტ ადამიანს მომავალში სმენის დაკარგვა ემუქრება და ეს მხოლოდ ყურსასმენებში ხმამაღალი მუსიკისა და კონცერტებზე არსებული ძლიერი ხმაურის გამო.
ხმაურის დასაშვები დონე 85 დეციბელია (ეს მაგალითად, ყვირილია). ასეთი ზემოქმედების ქვეშ 8 საათზე მეტხანს ყოფნა ჯანმრთელობისათვის საზიანოა. კონცერტებზე, ჩვეულებრივ, უფრო ძლიერი ხმაურია, დაახლოებით 100 დეციბელი. ასეთი ხმაური ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მხოლოდ 15 წუთის განმავლობაშია.
რა საფრთხეს ქმნის მუდმივად ხმამაღალი მუსიკის მოსმენა?
ხმაურიან გარემოში რეგულარულად და ხანგრძლივად ყოფნა აზიანებს სენსორულ უჯრედებს და სმენის შეუქცევად დაკარგვას იწვევს.
ხმაური ორგანიზმის ჯანმრთელობას სხვა საფრთხეებსაც უქმნის, კერძოდ ვნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, ზრდის ინფარქტისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს