,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ გადაწყვეტილება ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრას მოჰყვა.
„ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება“, - აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბი და ლიბანში აშშ-ის ელჩი, მიშელ ისა ოვალურ კაბინეტში ისრაელისა და ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! ამერიკის შეერთებული შტატები ლიბანთან ერთად იმუშავებს, რათა მას „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში დაეხმაროს“, - წერს ტრამპი.
მისი განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აშშ-ში შეხვედრას გამართავენ.
„მოუთმენლად ველი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბიბი ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის მასპინძლობას“, - წერს ტრამპი.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს, დაკავებული პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულის იარაღი წარუდგინა, მას 15 -წლამდე პატიმრობა ემუქრება
