,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია

დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ თვალსაზრისით, რომ მისი სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა - შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია! ალიანსს ნათქვამი აქვს: - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივის შეთავაზება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ, დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გვარამიამ აქვე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დღევანდელი შეხვედრა წარმატებული იყო.

,,ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება - ეს მხოლოდ პროტესტი არ არის, თუმცა უპირობოდ პროტესტიც არის - და როგორ გავაგრძელოთ ქვეყნის წინ წაყვანა მას შემდეგ, რაც ეს ხელისუფლება არ იქნება.

ახლა ქვეყანა წინ კი არ მიდის, გაჩერებულიც არ არის და მიდის ყოველდღიურად უკან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს, დიდი ბრიტანეთის ელჩს ოპოზიციური ალიანსის ლიდერები შეხვდნენ.

წაკითხვა 98 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.