,,მინდა ყველას ვუთხრა, როგორც ექიმმა, ამას გულისყურით მოვეკიდოთ..."
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, პირბადე კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, სერიოზულ როლს თამაშობს, მთავარია, საზოგადოებამ ის სწორად გამოიყენოს.
„ვამბობთ, რომ ნიღაბი ხშირად ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს აძლევენ, უცვლიან, რაღაც ფაქტებიც იყო და სალაღობო თემადაც გადაიქცა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, როგორც ექიმმა, რომ ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ, რადგან ინფექციის განვითარების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვირუსი მოხვდება ჩვენს ორგანიზმში. ეს პირდაპირპროპორციულ კავშირია. ნიღაბს აქვს ძალიან სერიოზული შემაკავებელი ეფექტი. ის უნდა იყოს ჰიგიენურად სწორად გამოყენებული, ორ-სამ სააათში ერთხელ გამოცვლილი, შესაძლოა, ნაჭრის, კუსტარულ ნიღაბს, რაღაც ვირუსის ნაწილი გაეპაროს, მაგრამ მცირე ნაწილს ვირუსებისას ორგანიზმის იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს და არ მისცემს მძიმე დაავადებას განვითარების საშუალებას“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი