ბოლნისში COVID-19-ის ახალი შემთხვევები ისევ დადასტურდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს COVID-19-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალ შემთხვევებს შორის 17 მუშევანიდანაა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.
მუშევანში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში, ბოლო ორ დღეში 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.
ამ დროისთვის, საქართველოში COVID-19-ის 783 დადსტურებული შემთხვევაა. მათ შორის, დღეს 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი