"თამბაქო ძალიან ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას" - ამირან გამყრელიძე
"ერთმნიშვნელოვნად, ვინც თამბაქოს მოიხმარს მაღალი რისკის ქვეშ არის",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაცია იქნება, რომ მოქალაქეებმა თამბაქოს მოწევისაგან თავი შეიკავონ.
"მწეველები არიან უფრო მეტი რისკის ქვეშ. ამიტომ, ზოგადად უნდა მოვერიდოთ თამბაქოს მოწევას. განსაკუთრებით, თუ ახლა, ნებისმიერი ინფექციური დაავადება, მათ შორის გრიპის დროსაც და მოგეხსენებათ კლინიკური სურათი კორონავირუსის, გრიპს ძალიან გაქვს. ყოველთვის თამბაქო ძალიან ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. რადგან, ეს დაავადებები გახლავთ რესპირაციული ინფექციები. რაც შეეხება თამბაქოს და კოვიდს, ორივე აზიანებს სასუნთქ სისტემას. ერთის მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილი არის, ისეთი დაავადება, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად ორიდან სამ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს და სწორედ გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების, თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება, უკვე მრავალი კვლევით დადგინდა. არის კოვიდის მეტად უფრო დამძიმების და უარესი გამოსავლის პირობა, ამიტომ მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი და ხრიკი, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ