როგორ მოვუაროთ კანს პანდემიის დროს, როცა ხელთათმანებისა და პირბადეების რეგულარულად გამოყენება გვიწევს
დერმატოლოგთა განმარტებით - ლატექსის ხელთათმანები სხვებზე ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს გამოყენებისას.
შესაბამისად, კანისათვის აუცილებელია საკუთარი დამცველობითი ბარიერის შექმნა, დამცველობითი მექანიზმის გაძლიერება;
ამისათვის, უპირველესად, აუცილებელია წყალ-ლიპიდური ბალანსის ამაღლება, რათა კანი დავიცვათ სხვადასხვა სახის სოკოსგან. ამ მიზნით რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემები, მით უფრო, რომ პანდემიის ფონზე სისტემატურად გვიწევს ხელების დაბანა და სადეზინფექციო ხსნარებით წმენდა. გამომშრალ კანს მკვებავი საცხებიც რეგულარულად უნდა მივაშველოთ.
თუ ადამიანს დამცავი პირბადის ტარების შემდეგ, სახის კანზე გაღიზიანებები უვითარდება, აუცილებლად უნდა გამოიყენოს გაღიზიანებული კანისათვის განკუთვნილი საცხი. მასში შემავალი თუთია აფერხებს დერმატიტის (კანის ანთების) განვითარებას.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს