"ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ" - ფაშინიანი
სომხეთში, ჰოსპიტალიზაციის მოლოდინში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია.
ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაააკეთა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის ვალდებულია, ილაპარაკოს მწარე სიმართლე.
„დღეს ჯანდაცვის ჩვენი სისტემა მუშაობს ისეთი დატვირთვით, რომ საავადმყოფოებში ვერ ხერხდება ყველა პაციენტის მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებით. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარულ კატასტროფამდე არ მივსულვართ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი