რა საფრთხეს შეიცავს შეზლონგებით სარგებლობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომლებიც ზღვასა და აუზებზე დამსვენებლებმა უნდა გაითვალისწინონ.
მისი თქმით, უშუალოდ წყლით ვირუსის გადაცემის ფაქტები დადასტურებული არ არის, ხოლო შეზლონგები სველი წესით კარგად უნდა დამუშავდეს. შეზლონგებს უნდა ჰქონდეს ქაღალდის ერთჯერადი გადასაფარებელიც.
“ზღვას რაც შეეხება, წყლით არ ხდება გადადება და არ არის ეს საშიში. საფრთხილოა ზედაპირი, მათ შორის შეზლონგები, რომელიც შეიძლება გამოიყენის სხვამ და იყოს ინფიცირებული. შეზლონგები, ხმარების შემდეგ, უნდა დამუშავდეს კარგად, სველი ტილოთი, სველი წესით და რაც მთავარია, აუზი იქნება თუ ზღვაზე შესაბამისი სანაპიროს მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებლები იყოს დაფენილი. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ყველგან იყოს ერთჯერადი დასაფენები” - განაცადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს