კორონავირუსით კიდევ ერთი მედიკოსი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ საავადმყოფოშია დაინფიცირებული მედპერსონალი.
,,ოთხი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი საბურთალოს წყაროდან არის, დაავადებულთან კონტაქტირებული პირი, ორი არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის. 30 იანვრიდან დღემდე, ანუ მეხუთე თვეა რაც ჩვენი ცენტრი კოვიდინფიცირებულებთან და შესაძლო შემთხვევებთან მუშაობს, ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, გუშინ, 9 ივნისს, ბოჭორიშვილის კლინიკის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 690.
ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ