"მეორე ტალღისთვისაც მზად უნდა ვიყოთ" - ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის პირველ ტალღას მომზადებული შეხვდა, მეორე ტალღისთვისაც მზად უნდა იყოს.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
,,ლაპარაკი არის, რომ იქნება მეორე ტალღა. საუბარია, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და გავაგრძელოთ. ეს ნიშნავს, რომ, გარკვეულწილად, ჩვენ უნდა შევეგუოთ სიტუაციას, რომ თავი დავიცვათ მუდმივ რეჟიმში. არ უნდა მოვდუნდეთ, შეძენილი უნარ-ჩვევები უნდა შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში, გავაძლიეროთ. ვეცადოთ, რომ თითოეულმა დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან, რათა გვერდზე მყოფი ადამიანებიც დავიცვათ. თუ პირველ ეტაპზე მზად ვართ, მეორე ეტაპზეც მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს