"გუშინდელმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით" - ამირან გამყრელიძე
"გუშინდელმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია.
"გუშინ დაგვიფიქსირდა სულ 6 ახალი შემთხვევა, ერთი გახლავთ კარანტინიდან ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ლარსის საზღვრიდან. კარანტინში განუვითარდა სიმპტომები და დაუდგინდა კოვიდი. დანარჩენმა 5-მა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულწილად დადგენილია. დანარჩენ 4-ზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და აღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა მათი პირველადი კონტაქტების. ასევე მიმდინარეობს მეორეული, მესამეული კონტაქტების ძიება, მათი ნიმუშების აღება და ტესტირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ 4 შემთხვევის პირველად წყაროზეც გავალთ და მოხდება ამ კლასტერების დახურვა უახლოეს მომავალში.
გუშინდელი 4 შემთხვევა გარკვეულად შემაშფოთებელია. ეს არ გახლავთ ის რაოდენობა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ადვილად ვერ მართავს, მაგრამ ეს არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს და თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეული რისკების წინაშე დავდგეთ, ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი