როგორ დავაგდოთ წნევა 15 წუთში
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილაქტიკური და სპორტული მედიცინის ცენტრის დირექტორმა, გერმანიის გულის ფონდის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, კარდიოლოგმა მარტინ ჰოლემ ისაუბრა, რა მეთოდებით შესაძლებელია წნევის დაგდება მედიკამენტების გამოყენების გარეშე.
ამის შესახებ პორტალი Focus.de წერს.
სპეციალისტის თქმით, თუკი წნევა ოდნავ მაინც აიწევს, ეს სისხლძარღვთა და გულის პრობლემებს იწვევს.
"გულის კუნთი იძულებულია, მაღალ წნევას მუდმივად ებრძოლოს, რის გამოც ის მალე იფიტება", - ამბობს ექიმი.
მარტინ ჰოლემის თქმით, არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რაც მაღალ წნევას იწვევს: ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა, ცუდი კვება და ჭარბი წონა.
კარდიოლოგის თქმით, ყოველდღიურ 15-წუთიან გასეირნებას სუფთა ჰაერზე სისხლის წნევის ვერცხლისწყლის სვეტის 5-8 მილიმეტრით დაგდება შეუძლია. მათ, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, ჰოლემი ურჩევს, ძეხვსა და პურზე უარი თქვან და რაციონში მეტი ბოსტნეული შემოიტანონ. სასურველია ზედმეტ წონასთან ბრძოლა, რადგან ყოველი დაკლებული კილოგრამი გულსა და სისხლძარღვებზე დატვირთვას ამცირებს.
კარდიოლოგი აცხადებს, რომ ეს სამი მეთოდი ინსულტებისა და გულის შეტევების რისკს 50%-ით ამცირებს.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ