ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი კუკულაძის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
ახალი გამოვლენილი შემთხვევაც ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტს უკავშირედება.
სოფელი გარბანის შემდეგ PCR ტესტირება სოფელ არშასა და დაბა სტეფანწმინდაშიც ჩატარდება, თუმცა გარბანისგან განსხვავებით ამ დასახლებებში მასობრივი ტესტირება არ დაიწყება და კვლევა იქნება მიზნობრივი. ყველა ტესტის პასუხი სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტილებას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ