ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - მარინა ეზუგბაიას განცხადება
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტის წყარო ლენჯერია, 11 პაციენტი არის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 3 პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი არის 17 და მათი საერთო რაოდენობა გახდა 1085. კვლავ 83% რჩება გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი და ამ დადასტურებულებისა და გამოჯანმრთელებულების შეფარდებით, დღევანდელი მონაცემებით, 204 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. 204 პაციენტში სიმძიმის მაჩვენებელი უცვლელია. კვლავ კრიტიკული მდგომარეობით მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადასხვა კოვიდცენტრში 7 პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება. ჩვენს ცენტრში გუშინ იყო 32 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა სამი, დაგვემატა 2. ეს ორივე არის კონტაქტი ლენჯერის დადასტურებულ შემთხვევებთან. მათი მდგომარეობა ჩატარებული კვლევებით არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. 3 მძიმე პაციენტი გვყავს კლინიკაში, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ