"კორონა გრძელდება, კორონა არის ყველგან" - იმნაძე
ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ კორონა გრძელდება – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაიწყო თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია ისეთი, როგორიც ქვეყნების უმრავლესობას ჰქონდა. ამიტომ ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის, რომ კორონა გრძელდება. როგორც ვხედავთ გეოგრაფიულად, თბილისის, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა, წესი: ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, თუ ღია სივრცეში არ შეგვიძლია დისტანციის დაცვა, იქაც გამოვიყენოთ ნიღაბი. კორონა ასე თითოოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, ინფიცირების შემთხვევები იქნება ბევრი“, – განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- ხორცის სალათი
- “ევროკავშირის ელჩმა თქვა, ბოლო ვადა არის 31 აგვისტო, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, 00:00 საათზე ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღებისას” - შალვა პაპუაშვილი
- პოლონეთი თავის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს
- “„ქართულმა ოცნებამ“ მისი მმართველობის პერიოდში ევროკავშირის მიმართ ნდობა გაზარდა, დღეს ამ ნდობას რაც დამართეს, არის პირადად ევროკავშირის ელჩის და ბევრი ელჩის დამსახურება” - შალვა პაპუაშვილი
- “ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს იდეებს და იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, ყალბი დილემებით საზოგადოება იგივე მდინარეში შეიყვანონ” - შალვა პაპუაშვილი