ხუთი დაღუპული და 15 დაშავებული – ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში
იერუსალიმში, რამოტის გზაჯვარედინზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი საავადმყოფოში.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. ორი შეიარაღებული პირი ცეცხლს ხსნიდა ავტობუსის მგზავრებისა და გამვლელი მოქალაქეების მიმართულებით. მათზე საპასუხო ცეცხლი უსაფრთხოების ძალებმა და მახლობლად მყოფმა მოქალაქემ გახსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელები ადგილზე ლიკვიდირებულები არიან.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის რამდენიმე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია და უსაფრთხოების დამატებითი ძალები. იერუსალიმის ჩრდილოეთ შესასვლელში გზები დროებით ჩაკეტილია.
როგორც მედია აღნიშნავს, შემთხვევა ხდება იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ისრაელსა და პალესტინელ დაჯგუფებებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება.
სიახლეები
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა
- ,,აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე"- კახა კალაძე
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი
