ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა.

 

სტაციონარში მეთვალყურეობას 4 780 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წაკითხვა 489 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 10 2020