აცრის შემდეგ რაღაცა უიშვიათესად თუ მოხდა, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინის გამოა - პაატა იმნაძე
მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდგომ რამდენიმე პირში თრომბოემბოლიის გამოწვევის საკითხს, სტატისტიკურად, ვაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობა არაფრით არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისგან.
ამაზე უკვე გამოაქვეყნა დასკვნა როგორც „ევროპის წამლის სააგენტომ“, ასე ჯანმომ. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც „ასტრაზენეკას“ იყენებს, ვაქცინაცია არ შეუწყვეტია. აქედან გამომდინარე, ასეთი რაღაცები მოხდება, ვიღაცა რაღაცებს ერთმანეთს დაუკავშირებს.
გახსოვთ, „ფაიზერის“ ინექციის შემდეგ რა ამბავი იყო ატეხილი, როცა 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში. ასეთი რაღაცები იქნება ხოლმე. რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო, შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ უკვე გამოყენებულია ათეული მილიონობით დოზა და ისეთი არაფერია აღწერილი, რაც გამოაჩენდა ამის რისკებს. ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს. ამიტომ ადამიანის რომ რაღაცა დაავადება აქვს და ვაქცინაციის მერე ეს დაავადება განვითარდება, ეს კორონასგან იცავს, სხვა დაავადებებისგან ხომ არ იცავს. ამიტომ, თუ დაავადება ჰქონდა ადამიანს და ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესად რაღაცა მოხდა, არ ნიშნავს რომ ვაქცინის გამო მოხდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მან კომენტარი გააკეთა ე.წ. ბრიტანულ შტამზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში 31 შემთხვევაა დადასტურებული.
„ერთადერთი გამონაკლისი, სადაც კარანტინის რეჟიმი დღემდე მუშაობს. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი. ლუგარის ცენტრში შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოხდეს გამოვლენილი შტამების შესწავლა, სეკვენირება. დღემდე დადასტურებულია სამი კლასტერიდან წამოსული ე.წ. ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა. კვლევები გრძელდება ყოველდღიურად, ვსწავლობთ საეჭვო შემთხვევებს“, – განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
