ქუთაისში ტაქსის მძღოლმა ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობისგან იხსნა
ქუთაისში ტაქსის მძღოლმა მოქალაქე თვითმკვლელობას გადაარჩინა.
6 ნოემბერს ლაშა ჭუმბაძე მორიგ შეკვეთას ასრულებდა, რა დროსაც რუსთაველის ხიდზე მდგარი მამაკაცი დაინახა, რომელიც ხიდიდან გადახტომას ცდილობდა. მძღოლმა იგი უსაფრთხო ადგილას გადმოიყვანა.
,,მე ჩავისვი ახალგაზრდა კაცი მანქანაში და დავიწყე მასთან საუბარი, რომ იმ მდგომარეობიდან გამომეყვანა. როდესაც ცოტათი დამშვიდდა, მითხრა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ უიმედო სიყვარულმა უბიძგა, - არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა’’-აღნიშნავს ლაშა ჭუმბაძე.
ლაშა ჭუმბაზე უკვე ორი წელია სერვის «მაქსიმით» სარგებლობს და მგზავრები ავტომობილ Honda Fit-ით გადაჰყავს. ამ დროის განმავლობაში მას მიღებული აქვს მაღალი რეიტინგი და დადებითი შეფასებები მგზავრებისგან.
,,ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ «მაქსიმით» სარგებლობს ასეთი პატიოსანი, გულისხმიერი და სამაგალითო მძღოლი, - აღნიშნავს ოფისის ხელმძღვანელი ქუთაისში - თამაზ ბოჭორიშვილი.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე