,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე

ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე დაწერილ ილია მეორის მიერ წარმოთქმულ ტრიადას – “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” – აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო ირანიზაციის გზას დაადგა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, პირველი ღმერთი კი არა, ოჯახი და სამშობლოა, ხოლო ხელისუფლება, რომელმაც ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი “მიატყეპა მკერდზე”, ანტიეროვნული და საშიშია.

,,ილიასეული ტრიადა ,,მამული, ენა, სარწმუნოება” ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ.
ღმერთი კი არა, პირველადი შენი ოჯახია, შენი საყვარელი ადამიანები, შენი სამშობლო, სადაც გაიზარდე და რომლის ფესვები გკვებავს. ახლა “ადამიანიც” ჩააკვეხეს. გამოგვიჩნდნენ დიდი კოსმოპოლიტები, მსოფლიო დარდს ეზიდებიან თურმე მხრებით.
სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე და გუშინ აღლუმზე ატარეს.
ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო,” – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 2012 წელს განაცხადა: “ჩვენ­მა დიდ­მა წი­ნა­პარ­მა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ წარ­მოს­თქვა ასე­თი სი­ტყვე­ბი – ,,ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა”, რო­მე­ლიც ჩვენ ცო­ტა­თი გა­ვა­ფარ­თო­ვეთ და ასე ვთქვით – ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი ფა­სე­უ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის.”

ასევე, ილია მეორე აღნიშნავდა: ,,უფა­ლი ყვე­ლა­ფერს მხო­ლო­ბით რი­ცხვში ქმნის. ორ ერ­თნა­ირ ფო­თოლს ან ყვა­ვილს ვერ­სად ნა­ხავთ. ჩვენ უნდა ვა­ფა­სებ­დეთ და პა­ტივს ვცემ­დეთ ადა­მი­ანს, არ უნდა გა­ვი­მე­ტოთ იგი და ცუდი სი­ტყვით არ უნდა ვახ­სე­ნოთ. ეს არის უნი­კა­ლუ­რი და უძ­ვირ­ფა­სე­სი ქმნი­ლე­ბა ღვთი­სა. მთე­ლი ქვე­ნის სა­უნ­ჯე არ ღირს ერთი ადა­მი­ა­ნის სუ­ლად. ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ეს სამი სა­უნ­ჯე – ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი”.

წაკითხვა 153 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.