ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო. დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

,,S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება).

მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს:

სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

წაკითხვა 91 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.