ქუთაისში წიგნის -"ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის’’ პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, წიგნის -"ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის’’ პრეზენტაცია და საჯარო კითხვა გაიმართა.
ცენტრის სტაჟიორმა, მარიამ სოფრომაძემ სკოლის მოსწავლეებს ნაწარმოების შინაარსი გააცნო, რის შემდეგაც მოსწავლეებმა წიგნის ცალკეული ნაწილები წაიკითხეს. შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მოეწყო.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელ ქეთევან ციბაძის თქმით, პრეზენტაციის შედეგად მიღებული ცოდნა დადებითად აისახება მოსწავლეების ცნობიერებაზე.
"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უკვე მე-7 წელია რაც უერთდება. ვმართავთ შეხვედრებს სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. წიგნი ასი ქალის შესახებაა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ისტორიაში. ბევრი მათგანი ისტორიას დარჩა, ბევრის სახელი კი დავიწყებას მიეცა, რის მიზეზიც გენდერული უთანასწორობაა. წიგნის ავტორები იტალიელი მეგობრები - ჟურნალისტი ელენა ფავილი და რეჟისორი ფრანჩესკა კავალო არიან. საჭირო თანხა, რომელიც წიგნის მომზადებას, ილუსტრაციებსა და უმაღლესი ხარისხით ბეჭდვას დასჭირდა, ხალხმა შეაგროვა. ავტორებმა მის გამოსაცემად რეკორდული თანხა - მილიონი დოლარი შეაგროვეს. "ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის" სულ მცირე 30 ენაზე ითარგმნა,’’-განაცხადა Firstnews.ge-თან საუბარში ქეთევან ციბაძემ.
პრეზენტაციას ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. წმ.ნინოს სახელობის # 3 საჯარო სკოლის მოსწავლის - ლილე ვახტანგაძის თქმით, შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
"დღევანდელ შეხვედრაზე უამრავი ინფორმაცია მივიღე. გავიგე წიგნის შესახებ, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ახლა უკვე მაქვს ინფორმაცია იმ ქალების შესახებ, რომელთა წვლილიც ერთ დროს დაფარული იყო, მაგრამ დღეს შეიძლება გამჟღავნებულად ჩაითვალოს. აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად აისახება ჩემს ზოგად განათლებაზე,’’-აღნიშნა Firstnews.ge-თან საუბარში ლილე ვახტანგაძემ.
სიახლეები
- ,,ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე"- პიტერ სიიარტო
- ,,სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან"- მევლუთ ჩავუშოღლუ
- კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
- ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა
- ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- ირაკლი კობახიძე