ქუთაისის მერია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა
მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის მერია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი საუკეთესო, პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. კონკურსი პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში ჩატარდა.
დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს გაიმართება, სადაც ქუთაისის მერიას შესაბამისი ჯილდო გადაეცემა.
წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტები შეაფასა.
დღესვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“.
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე