ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 -14 მარტს, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა

ქუთაისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 -14 მარტს, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა.


გზა დაიკეტება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე.
შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:


N 1R ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი და შემდეგ გააგრძელებს ჩვეული მარშრუტით.


N 3 ავტობუსი - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით.


N 4 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ - ჩვეული მარშრუტით.


N 5 ავტობუსი - აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ გააგრძელებს ჩვეულებრივად.


N 41 ავტობუსი - ფალიაშვილის ქუჩიდან მოძრავი : აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ - ჩვეულებრივად; ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი: კუპრაძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის მოედანი და ფალიაშვილის ქუჩა.

წაკითხვა 109 ჯერ

სიახლეები