"შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის" - ირაკლი კობახიძე
შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით დღემდე არ ყოფილა რაიმე სამართლებრივი შენიშვნა და თუ მიიღებენ, ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად მზად არიან.
„რაც შეეხება კანონს, ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია. კანონთან დაკავშირებით დღემდე არ ყოფილა რაიმე სამართლებრივი შენიშვნა. თუ მივიღებთ, ოღონდ რამე მივიღოთ - ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად მზად ვართ. იმდენად მარტივია ეს კანონი, რომ ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება მოგვცენ ჩვენმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით. ამ კანონში ერთადერთი რამ წერია, დანარჩენი მთლიანად ტექნიკური ფორმებია. აქამდე თუ ვერ შეძლეს შენიშვნების წარმოდგენა, არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ შეძლებენ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ისინი ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავლენ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარჯზე და თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩაასწორებენ.
„ეს კანონი ეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას. ჩვენ ვერავითარ კომპრომისზე ვერ წავალთ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარჯზე. თუ ექნებათ სამართლებრივი შენიშვნა და დაგვიმტკიცებენ, რომ გარკვეული ნორმები სამართლებრივად გაუმართავია და ეწინააღმდეგება მაგალითად, ევროპულ სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
