იმერეთში, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა ჩატარდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე ონოფრიშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს იმერეთის რეგიონში, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეის ჩატარების საორგანიზაციო საკითხები.
იმერეთში, 22-24 აპრილს ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი, 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა და ადგილზე ესტუმრება კურორტებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები კურორტების: წყალტუბოსა და საირმეს მინერალური წყლების უნიკალური თვისებების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, ასევე გაეცნობიან ზოგადად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
რეგიონში, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ანსამბლეის ჩატარების მიზანია, მხარეში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო მაქსიმალურად არის ჩართული იმერეთს მიეცეს გამაჯანსაღებელი, თერმული, ბალნეოლოგიური და მთის კურორტების განვითარების გზით ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის გაზრდის შესაძლებლობა.
იმერეთის რეგიონში პირველად ტარდება ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეა. ეს არის უნიკალური საშუალება მხარის, როგორც ტურისტული ბრენდის ცნობადობის ამაღლების ასევე, თერმული წყლების საბადოების ადგილზე გაცნობის.
სიახლეები
- "შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის" - ირაკლი კობახიძე
- "მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია" - პრეზიდენტი
- პარლამენტთან აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება
- "გამჭვირვალობის კანონი ქმნის მტკიცე გარანტიებს გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა"