ქუთაისში ევროპის მე-8 ოლიმპიადა ჩატარდა ფიზიკაში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 15-19 ივლისს მასპინძლობდა
ქუთაისში ევროპის მე-8 ოლიმპიადა ჩატარდა ფიზიკაში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 15-19 ივლისს მასპინძლობდა. მასში 55 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საუკეთესო მონაწილეები და გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ, მათ შორის, სამი მედალი მოიპოვეს საქართველოს ნაკრების წევრებმა. დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
,,მოხარული ვარ, რომ ევროპის ოლიმპიადას ფიზიკაში ქუთაისმა უმასპინძლა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ოლიმპიადის ჩატარება უმაღლეს დონეზე უზრუნველყო. 55 ქვეყნის დაინტერესება და 400-მდე მონაწილის ჩართულობა უკვე განსაზღვრავს ამ ტურნირის მნიშვნელობას. ვულოცავ გამარჯვებულებს და ოლიმპიადაში ჩართულ ყველა ახალგაზრდას. ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა." - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"