ქუთაისის ბიუჯეტი 3,2 მილიონი ლარით იზრდება
ქუთაისის ბიუჯეტი 3,2 მილიონი ლარით იზრდება. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურულ მიმართულებას მოხმარდება. საუბარია 10 პროექტზე, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნულ საკითხი საკრებულომ რიგგარეშე მე-14 სხდომაზე დაამტკიცა.
ცვლილებები შეეხება საბინაო ინფრასტრუქტურასაც. კერძოდ, ბიზნეს სექტორის მხრიდან გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში 6 თვეში სრულად შესრულდა წინასწარ დაგეგმილი 15 მილიონი ლარი და პრივატიზაციის მუხლი 5 მილიონი ლარით იზრდება. წლის ბოლომდე მიღებული ეს შემოსავალი სრულად მოხმარდება საბინაო ინფრასტრუქტურას.
განახლებული რეგიონების ფარგლებში ძველი ისტორიული უბანი რეაბილიტირდება, რაც გზების, ფასადების და განათების სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს. სამუშაოების შედეგად კი ქუთაისის ისტორიული უბანი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ლოკაცია გახდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"