იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
სხდომაზე რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად განიხილეს. 8 მუნიციპალიტეტმა შერჩევა-მოწონებაზე 40 586 590 ლარის ღირებულების 114 პროექტი წარადგინა, რომელიც 55 255 ბენეფიციარზეა გათვლილი.
საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა წარმოდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომაზე ზვიად შალამბერიძემ მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან იმერეთში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად დამატებით 9 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილების გათვალისწინებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც შეირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლების მეშვეობით, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- ოპტიმიზმის მინუსები და პესიმისიზმის პლუსები: რატომაა ზოგჯერ სასარგებლო "შავი სათვალე"?
- "ირანს ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, დათანხმდებიან, თუ არა, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს"
- "მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება"
- "ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით"
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს