ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება, სხვადასხვა პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქში ერთდროულად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მცირე ზომის სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევსა და ბუხაიძის ქუჩაზე. სულ მალე ამ ქუჩების მცხოვრებლებს 4 განახლებული რეკრეაციული ზონა ექნებათ.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან 247 ათასი ლარით დაფინანსდა წერეთლის ქუჩის #161-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული პრობლემა მოუგვარდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე გაეცნენ.
„რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გავეცანით. ქალაქს ყოველწლიურად ემატება ახალი სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქეებზეა გათვლილი. ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევსა და ბუხაიძის ქუჩაზე ოთხი ახალი სკვერის მოწყობა დასრულდება მალე, საბავშვო ატრაქციონებით, განახლებული მწვანე ნარგავებით და ფანჩატურებით.
მოვინახულეთ წერეთლის ქუჩაზე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამით კეთდება.
წლის ბოლომდე ქუთაისში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი”,- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სიახლეები
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 იანვრისთვის
- "70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართვეოში