ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და საკრებულოს წევრები უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას იმ კონკრეტულ პროექტებზე ესაუბრნენ, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის, მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რომლებიც ისეთ უბნებში მოძრაობენ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე, ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ.
"დავიწყეთ შეხვედრები ქუთაისის მოსახლეობასთან. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით ადგილობრივ მცხოვრებლებს- სხვადასხვა ასაკის და ინტერესების ადამიანებს.
მოქალაქეების მიერ დასმულ თითოეული საკითხზე სათანადო პასუხი იქნება გაცემული, საქალაქო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი, ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები თავადაც ადევნებენ თვალყურს," - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"