როგორ გამოიყურება პარკი ოზურგეთში, რომელიც ივანიშვილის დაფინანსებით გაკეთდა
ოზურგეთში, შეკვეთილთან ახალი დასასვენებელი პარკი იხსნება. პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოეწყო, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ივანიშვილის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს.
როგორც ყოფილი პრემიერის გვერდზეა აღნიშნული, "გასულ წლებში ამ ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კიპარისები გაშენდა და დაჭაობებულ ტერიტორიაზე დროთა განმავლობაში კორომები ჩამოყალიბდა.
ეზო, რომელსაც წვერმაღალასკენ ასასვლელი გზა ორად ყოფდა, გაერთიანდა და მოშორებით ახალი, ბეტონის გზა დაიგო. ამ ტერიტორიაზე გზა მთლიანად იყო დანგრეული, ახლა კი ბეტონის საფარია დაგებული.
წვერმაღალას პარკის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში მდებარე პატარა ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორიარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, გაკეთდა ასასვლელი კიბეები, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.
წვერმაღალას პარკი, რეგიონში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ სხვა უნიკალურ პროექტებთან ერთად, ამ ზონას განსაკუთრებულს ხდის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, დამსვენებლებისთვის".
"ფეისბუქ-გვერდის" ინფორმაციით, შეკვეთილის დიდი დენდროლოგიური პარკი, რომელიც თავისი მასშტაბით უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, მომავალ წელს გაიხსნება.
ambebi.ge
სიახლეები
- მექსიკაში, გზატკეცილზე 6 ადამიანის თავი იპოვეს
- “ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს” - შალვა პაპუაშვილი
- მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი სამხედრო მეთაური და ამჟამინდელი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფარულად ემზადება
- ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
- 20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი