ქუთაისელმა ექიმებმა ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინეს
ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-7 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით “უგონო” მიიღო. მისამართზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პანიკური მდგომარეობა დახვდა. მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად მყოფმა შუახნის ქალბატონმა სასწრაფოს ექიმებს აცნობა, რომ ოთახში ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში
პარამედიკოსმა გიორგი მიმინოშვილმა ნახა, რომ პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა, რის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
ელექტროშოკისა და გულ- ფილტვის რეანიმაციასთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა მედიკამენტები და ჟანგბადი. მეოთხე ელექტროშოკის განხორციელების შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა.
პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც დღემდე ინტენსიურ განყოფილებაში ჰოპოკალემიის დიაგნოზით განაგრძობს მკურნალობას.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე