ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დაწესებულებაში სრულად გარემონტდა ემერჯენსი, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.
ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ დაათვალიერეს.
კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.
სიახლეები
- ალირეზა არაფი ირანის დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად დაინიშნა
- რა არის საჭირო საქართველოში იმისთვის, რომ ბანკი გახსნათ
- "რამდენიმე კარგი კანდიდატია"-დონალდ ტრამპი ირანის მომავალ ლიდერზე
- პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- ირანი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს - ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა