ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.

 
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ქუთაისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილ მეორე ცვლილებას, რის შედეგადაც 2026 წლის ბიუჯეტი 16 მილიონ 177 ათასი ლარით გაიზარდა.
 
აღნიშნული თანხით მოხდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე ლიფტების რეაბილიტაცია და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა- მოწესრიგება.
 
ბოლო მონაცემით ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტი 185 მილიონ 787 ათასი ლარს შეადგენს. საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, ასევე მხარი დაუჭირა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლისთვის კლასიკური გიმნაზიის სტატუსის მინიჭებას. საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში.
წაკითხვა 102 ჯერ