მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი პირის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი. საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
სიახლეები
- ხორციანი ბლინები
- კოლუმბიაში ესროლეს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
- “მე, როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმა პურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს – თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას” - ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს
- “ხაზარაძეს მთავარი ოპოზიციონერობა უნდა, სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის” - ჩერგოლეიშვილი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს