ზვიად შალამბერიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ სამმართველოში, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შესახებ ინფორმაციას გაეცნო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ სამმართველოში მივიდა და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ძირითადი დატვირთვა აქვს ჰოსპიტალურ სექტორს და ამიტომ აუცილებელია რეგიონის სამედიცინო სექტორის განსაკუთრებით კი ცხელების ცენტრების სრული მზაობა, რათა საჭიროებისამებრ სრულფასოვანი მომსახურება გაეწიოს პაციენტებს.
იმერეთის რეგიონში ცხელების ცენტრები ქუთაისსა და სამტრედიაში მოეწყო ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლის სამედიცინო ცენტრში. ე.წ. ,,ცხელების ცენტრების" შექმნის მიზანს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს. ოჯახისა და სოფლის ექიმები, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და აქტიურად ჩაერთონ ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში.
თერმოსკრინინგის პროცესის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემის, ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით მხარის რწმუნებული რეგიონის მასშტაბით ყოველდღიურად იღებს ინფრომაციებს და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ახდენს რეაგირებას.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"