ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო
ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიკური შეზღუდვები გარდა პირბადის ტარებისა, მგზავრთა რაოდენობრივი შეზღუდვები არ წესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება მეტროს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, როდესაც საუბარია მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე, აქ მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერებაც იგულისხმება.
„როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით