"მალე ზურას დაბადების დღე მოდის და შვილთან წავიდა" - ნინო ჟვანია დედამთილის გარდაცვალებაზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ განუცხადა, რემა ჟვანიას თირკმლის პრობლემები ჰქონდა და დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
"ქალბატონ რემას თირკმლის პრობლემა ჰქონდა ბოლო 17 წლი განმავლობაში, დიალეზზე იყო. გუშინ კლინიკაში გადავიყვანეთ და ამ დილით გარდაიცვალა. მალე ზურას დაბადების დღე მოდის, 9 დეკემბერს და შვილთან წავიდა (ტირის)..." - განაცხადა ნინო ჟვანიამ.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. რაც შეეხება რემა ჟვანიას, შვილის გარდაცვალების შემდეგ მუდმივად გამოდიოდა ტელეეთერებით და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა.
მანამდე ქალბატონი რემა საზოგადოებას "ვარდების რევოლუციიდან" ახსოვს, როდესაც მასშტაბურ აქციებს შვილიშვილებთან ერთად ესწრებოდა.

სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა