ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
,,ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 09 იანვრამდე დარჩება. დაიხურება:
რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები.
აკრძალულია, საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება.
შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-ით შეიზღუდება.
ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, გისურვებთ ჯანმრთელობას!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით