კახი კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
მსახიობი კახი კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კახი კავსაძე რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე განცხადებით, მსახიობს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აქვს.
„მძიმე იყო მისი მდგომარეობა, მაგრამ ახლა საშუალო სიმძიმისაა, ახლა გაცილებით უკეთ არის. 3-4 დღის წინ სახლიდან გადმოიყვანეს კლინიკაში“, - განაცხადა ტურძელაძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა