ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ძალადობას არ ემხრობა, თუცმა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი უნდა აღსრულდეს.
,,ცალსახად ემიჯნება ეკლესია ძალადობას, ყოველთვის ყველანაირი ფორმით, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ყველას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ეს ადვილი არ არის. ჯერ ამის გაგება რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო, მერე როგორ მივაღწიოთ სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლებრივად გადაწყდეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, დამანაშავე დაკავებული უნდა იყოს და უნდა გაირკვეს სამართლებრივად ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ ძნელია რაღაცის თქმა. მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა და ყველას მინდა მოვუწოდო - ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ, შეიძლება კანონიც დაირღვეს, მოხდეს ასე ამაზე შიძლება რეაგირებაც იყოს, შეიძლება ეს რეაგირება გადამეტებული იყოს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვსწავლობთ, ახლა ვიწყებთ, ფაქტიურად სამართლებრივ სახელმწიფოს შექმნას", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა ,,მთავარ არხთან".
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია